საქალაქო სასამართლოში მუსტაფა ემრე ჩაბუქის სარჩელის განხილვა მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში მუსტაფა ემრე ჩაბუქის სარჩელის განხილვა მიმდინარეობს. მოსამზადებელი სხდომის შემდეგ ეს ჩაბუქის საქმის პირველი პროცესია.
ემრე ჩაბუქი ლტოლვილთა სამინისტროს გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომლის მიხედვით მას და მის ოჯახს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე სამინისტრომ უარი უთხრა.
„ცნობილია, რომ ემრე ჩაბუქის მიმართ საექსტრადაციო საქმის წარმოება მიმდინარეობს. საქმის მასალები დანაშაულთან არ არის კავშირში. ეს პოლიტიკური დევნა იყო და მივმართეთ სამინისტროს, რომ მიენიჭებინათ სტატუსი ჩაბუქისთვის. ამ საკითხზე ჩვენ უარი გვეთქვა და გავასაჩივრეთ“, – განაცხადა ადვოკატმა, ვახტანგ კვიჟინაძემ.