საქალაქო საბჭოში აცხადებენ, რომ მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია ხვალ დილიდან არის დაგეგმილი
მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია ხვალ დილიდან არის დაგეგმილი. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია მარიუპოლის საქალაქო საბჭოზე დაყრდნობით ავრცელებს.
საბჭოს ცნობით, ევაკუაცია ადგილობრივი დროით დილის 07:00 საათიდან გაერო-სა და წითელი ჯვრის მხარდაჭერით დაიწყება.
„ოფიციალურად, მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია გაერო-სა და წითელი ჯვრის მხარდაჭერით ხვალისთვის შეთანხმებულია“, – ნათქვამია მარიუპოლის საქალაქო საბჭოს განცხადებაში.
შეგახსენებთ, მარიუპოლის „აზოვსტალის“ ქარხნიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია შაბათ-კვირას დაიწყო. მოსახლეობის გაყვანა ორშაბათსაც უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა „როიტერის“ ცნობით, პროცესი შეფერხდა.