საპროტესტო აქციის მონაწილეები მედიის წარმომადგენლებს მუშაობაში ხელს უშლიან და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ [ვიდეო]

ჭავჭავაძის გამზირზე საპროტესტო აქციის მონაწილეები მედიის წარმომადგენლების, განსაკუთრებით ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტების მიმართ აგრესიით გამოირჩევიან.

აქციის მონაწილეები მედიის წარმომადგენლებს მუშაობაში ხელს უშლიან, ისმოდა სიტყვიერი შეურაცხყოფა, გინება.

აგრესია და შეურაცხმყოფელი შეფასებები ისმოდა საქართველოს პირველი არხის ჯგუფის მისამართითაც.

აქციის მონაწილეებმა მელიქიშვილის გამზირიდან ჭავჭავაძის გამზირზე დაახლოებით ერთი საათის წინ, მსვლელობით გადაინაცვლეს.