საპროტესტო აქციის მონაწილეები „იმედის“ გადამღებ ჯგუფს მუშაობის საშუალებას არ აძლევენ - „გისურვებთ 7 ნოემბერს“ [ვიდეო]

ჭავჭავაძის გამზირზე საპროტესტო აქციის მონაწილეები ტელეკომპანია „იმედის“ გადამღებ ჯგუფს კვლავ დაუპირისპირდნენ.

აქციის მონაწილეები „იმედის“ ჟურნალისტებს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელს უშლიან.

„იმედის“ გადამღებ ჯგუფს აქციის მონაწილეების მხრიდან შეურაცხყოფის ფონზე უწევთ მუშაობა.

„გისურვებთ 7 ნოემბერს, გილოცავთ ამ თვეს“, – მიმართა სახელმწიფო უნივერსიტეტთან მიმდინარე აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ „იმედის“ გადამღებ ჯგუფს.