საპროკურორო საბჭოში ორ ვაკანტურ ადგილზე ნანა ხუნჯუა და ივანე კაკალია აირჩიეს
საპროკურორო საბჭოში ორ ვაკანტურ ადგილზე ნანა ხუნჯუა და ივანე კაკალია აირჩიეს.
საპროკურორო საბჭოში მთავარი პროკურატურის კვოტაზე ვაკანტურ თანამდებობაზე ნანა ხუნჯუა 331 ხმით აირჩიეს, მეორე აღმოსავლეთ საქართველოსა და თბილისის პროკურატურის კვოტაზე კი ივანე კაკალიას 312 მა დაუჭირა მხარი.
შერჩეულ კანდიდატებს პროკურორების კონფერენციაში მონაწილე ყველაზე მეტმა პროკურორმა და გამომძიებელმა მისცა ხმა.
ვაკანტურ ორ თანამდებობაზე შვიდი კანდიდატი იყო წარდგენილი. პროკურორებს უნდა დაესახელებინათ მთავარი პროკურატურის და ასევე აღმოსავლეთ საქართველოს პროკურატურის კვოტით გათვალისწინებულ ადგილებზე.
მთავარი პროკურატურის საინიციატივო ჯგუფის მიერ დასახელებული კანდიდატები იყვნენ პროკურორები ნანა ხუნჯუა და ანა კაპანაძე და ასევე გამომძიებელი ანა ქობალია.
აღმოსავლეთ საქართველოს და თბილისის პროკურატურის კვოტაზე კი წარდგენილი იყვნენ კანდიდატები
პროკურორი ნანა გუგუტიშვილი, პროკურორი ივანე კაკალია, პროკურორი ლევან ლაზარეიშვილი, პროკურორი დავით ჯინჭველაძე.
საპროკურორო საბჭოში თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც საბჭოს უკვე ყოფილმა წევრებმა ნათია სონღულაშვილმა და გიორგი გაბოძემ კანონით დადგენილი საბჭოსთან შეუთავსებელი თანამდებობები დაიკავეს.
15-კაციან საბჭოში რვა წევრს პროკურორების კონფერენციაზე ირჩევენ, ოთხ პარლამენტის კვოტით ინიშნება, ორის არჩევა იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეებს შორის და მეთხუთმეტე წევრი საბჭოს თავმჯდომარე იუსტიციის მინისტრია.
საბჭოს წევრები ოთხი წლის ვადით ირჩევა. საბჭოს უფლებამოსილებაა მთავარი პროკურორის კანდიდატის არჩევა და გათავისუფლება, ასევე მთავარი პროკურორი ვალდებულია ექვს თვეში ერთხელ საბჭოს წინაშე ანგარიშით წარდგეს.