საპროგნოზო მონაცემების მიხედვით, საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში მემარცხენეების კოალიციამ მაკრონის ცენტრისტების ბლოკს მცირედით გაუსწრო
საპროგნოზო მონაცემების მიხედვით, საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში მემარცხენეების კოალიციამ მაკრონის ცენტრისტების ბლოკს მცირედით გაუსწრო

იფსოს/სოპრა-სტერიას მიერ გამოქვეყნებული საპროგნოზო მონაცემებით, საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში მემარცხენეების კოალიციამ მაკრონის ცენტრისტების ბლოკს მცირედით გაუსწრო.

ფრანგული მედიის ცნობით, რამდენიმე ორგანიზაციის გამოთვლის მიხედვით, სოციალისტების, მწვანეებისა და კომუნისტების ალიანსს ამ დროისთვის ხმების 25.6 პროცენტი აქვს, მაკრონის კოალიციურ ბლოკს „ერთად“ კი 25.2 პროცენტი.

ფრანგული მედია წერს, რომ ეს პროგნოზები ეფუძნება ხმების რეალურ რაოდენობას და არ წარმოადგენს ეგზიტპოლს.