საპროგნოზი ბალანსის თანახმად, 2018-2019 წლებში ელექტროენერგიის იმპორტი მზარდი იქნება
საპროგნოზო ბალანსის მიხედვით, 2018-2019 წლებში საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტის გაზრდაა გათვალისწინებული.
თუ წელს იმპორტი 1,5 მილიარდ კვტ.სთ-ს შეადგენს, მომავალ წელს სავარაუდოდ, 1,958 მილიარდ კვტ.სთ-მდე გაიზრდება, 2019 წელს კი 2,264 მილიარდ კვტ.სთ-ს მიაღწევს.
აღსანიშნავია, რომ 2019 წელს 3,5 თვით „ენგურჰესის“ გაჩერება იგეგმება და სწორედ ამ პერიოდში იმპორტის მოცულობის გაზრდაა გათვალისწინებული.
2020 წელს გეგმის მიხედვით, იმპორტი შემცირდება და 1,381 მილიარდ კვტ.სთ-ს შეადგენს.
რაც შეეხება ექსპორტს, 2018 წელს მოსალოდნელია ექსპორტის ზრდაც.
საპროგნოზი ბალანსის თანახმად, თუ 2017 წელს მაჩვენებელი 684 მილიონ კვტ.სთ-ს შეადგენს, 2018 წელს ექსპორტი 805 მილიონ კვტ.სთ-ს მიაღწევს.
2019 წელს ექსპორტი 535 მილიონ კვტ.სთ-მდე შემცირდება, 2020 წელს კი ერთ-ერთ მაქსიმალურ მაჩვენებელს მიაღწევს და 1,32 მილიარდ კვტ.სთ-ს შეადგენს.
საპროგნოზო ბალანსის საფუძველზე ამ წუთებში სემეკ-ში ელექტროენერგიის წარმოების ტარიფებს განიხილავენ.