საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ვლადიმერ კახაძისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების საკითხი განიხილა
საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ვლადიმერ კახაძისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების საკითხი განიხილა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ვლადიმერ კახაძისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების საკითხი განიხილა.

სხდომას საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თამჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი უძღვებოდა.

სხდომაზე დეპუტატებმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შემაჯამებელი ოქმი განიხილეს და თანდართული დოკუმენტები შეისწავლეს.

პროცედურის მიხედვით, კომიტეტის გადაწყვეტილებას ბიურო დადგენილებად მიიღებს, ხოლო ახლად არჩეული დეპუტატის უფლებამოსილების საკითხი სესიაზე დადგინდება.

„ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან შემოსულია შემაჯამებელი ოქმი ვლადიმერ კახაძის უფლებამოსლების ცნობასთან დაკავშირებით. ყველა დოკუმენტი ოქმს თან ახლავს. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტზე ჩვენ განვიხილეთ ეს საკითხი, თუ რამდენად შეესაბამებოდა აღნიშნული დოკუმენტაცია ჩვენს კანონმდებლობას და გადავაგზავნეთ სესიაზე. ამ შემთხვევაში ბიურო მიიღებს ცნობად ამ საკითხს და სესია მიიღებს დადგენილებას კახაძის უფლებამოსილების საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ვლადიმერ კახაძემ მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში შუალედურ არჩევნებში გაიმარჯვა.