საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა „ქართული ოცნების“ ორი ახალი დეპუტატის უფლებამოსილების ცნობას მხარი დაუჭირა
საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა „ქართული ოცნების“ ორი ახალი დეპუტატის უფლებამოსილების ცნობას მხარი დაუჭირა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა შუალედურ არჩევნებში არჩეული გიორგი ხახუბიას პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხი განხილა და მხარი დაუჭირა.

გიორგი ხახუბია საქართველოს პარლამენტის 2023 წლის 29 აპრილის შუალედური არჩევნების შედეგად N26 საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემითაა არჩეული.

ამასთან, კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს და მხარი დაუჭირეს მაია მენაღარიშვილის ადგილმონაცვლის, სალომე ჯინჯოლავას უფლებამოსილების ცნობის საკითხს. სალომე ჯინჯოლავა საკანონმდებლო ორგანოში „ ქართული ოცნების“ პარტიული სიით შედის.