საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა გიორგი სოსიაშვილისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობას მხარი დაუჭირა
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღეს კენჭი უყარა და გიორგი სოსიაშვილის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობას მხარი დაუჭირა.
„საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა 2023 წლის 11 ოქტომბრის კომიტეტის სხდომაზე განიხილა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მოწოდებული მასალები 2023 წლის პირველ ოქტომბერს შუალედური არჩევნების შედეგად ნომერ 15 საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული გიორგი სოსიაშვილის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე. კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია, პარლამენტის მიერ ცნობილ იქნეს გიორგი სოსიაშვილის პარლამენტის წევრის უფლებამოსილება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.