საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ნიკა მელიას ადგილმონაცვლის, ბადრი ბასიშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობაზე იმსჯელებს
მეცხრე მოწვევის პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ნიკა მელიას ბადრი ბასიშვილი ჩაანაცვლებს. ბადრი ბასიშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობის საკითხს დღეს საპროცედურო საკითხთა კომიტეტი განიხილავს. საკითხზე მომხსენებელი კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილია.
პარლამენტმა ნიკა მელიას უფლებამოსილება 12 დეკემბერს შეუწყვიტა. საკითხს მხარი 88-მა დეპუტატმა დაუჭირა. ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტის მიზეზი „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა.