საპროცედურო საკითხთა კომიტეტი დავით სერგეენკოს დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე 14 ივლისს იმსჯელებს
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ვიცე-სპიკერის, დავით სერგეენკოს დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე 14 ივლისის სხდომაზე იმსჯელებს.
ბოლო რამდენიმე თვეა, რაც დავით სერგეენკო საკანონმდებლო ორგანოში აღარ დადის და პლენარულ სხდომაზეც რამდენჯერმე იყო.
დავით სერგეენკოს მიერ პარლამენტის დატოვებაზე საუბარი მაშინ იყო, როცა უმრავლესობა და პარლამენტი რამდენიმე დეპუტატმა დატოვა. ამის მიზეზი კი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი გახდა, რომელიც უმრავლესობამ საზოგადოებრივი პროტესტის შემდეგ საბოლოოდ პარლამენტიდან გაიწვია.