საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ირაკლი კობახიძის ადგილმონაცვლის, გიორგი ბარვენიშვილის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხს მხარი დაუჭირა
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ირაკლი კობახიძის ადგილმონაცვლის, გიორგი ბარვენიშვილის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხი განიხილა და მხარი დაუჭირა.
ირაკლი კობახიძისა და ირაკლი ჩიქოვანისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს პლენარულ სხდომაზე კენჭი გუშინ უყარეს, დღეს კი კობახიძის ადგილმონაცვლის, გიორგი ბარვენიშვილის უფლებამოსილების ცნობის საკითხს უყრიან კენჭს.
ირაკლი ჩიქოვანს ადგილმონაცვლე არ ეყოლება. ის ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი იყო, შუალედური არჩევნები კი საარჩევნო წელს არ ტარდება.