საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა გიორგი ცაგარეიშვილისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარი დაუჭირა
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა გიორგი ცაგარეიშვილისთვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი განიხილა და მხარი დაუჭირა.
დეპუტატის უფლებამოსილების საკითხის შეჩერება დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც პარლამენტის წევრი გიორგი ცაგარეიშვილი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.
„როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი კოლეგა გიორგი ცაგარეიშვილი დაინიშნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე. ამასთან დაკავშირებით მოსულია ბრძანება და მას კანონით შეუთავსებლობა აქვს პარლამენტის წევრობასთან. ამიტომ გთხოვთ, შევუჩეროთ, შევუწყვიტოთ მას პარლამენტის წევრის უფლებამოსილება და შემდეგ ეს საკითხი განიხილება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. ვუყაროთ კენჭი და წარმატებები ვუსურვოთ ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობაში“, – განაცხადა კენჭისყრის დაწყებამდე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.
გიორგი ცაგარეიშვილი 2022 წლიდან დღემდე საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე იყო. 2004-2016 წლებში საქართველოს პარლამენტის მე-6, მე-7 და მე-8 მოწვევის დეპუტატი იყო.