საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 46,74 პროცენტი შეადგინა
საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ ბრიფინგზე საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ინფორმაცია წარმოადგინეს 20:00 საათის მონაცემებით.
ცესკო-ს ინფორმაციით, დღის განმავლობაში კენჭისყრაში მონაწილეობა სულ მილიონ 637 956-მა მოქალაქემ მიიღო, რაც ქვეყანაში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 46,74 პროცენტია.
ყველაზე მაღალი აქტივობა, 64,74 პროცენტი ქედაში დაფიქსირდა, ყველაზე დაბალი კი მარნეულში, სადაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 36,47 პროცენტმა მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა.
რაც შეეხება დედაქალაქს, ცესკო-ს ბოლო მონაცემებით, აქტივობამ თბილისში 45,4 პროცენტი შეადგინა.
საარჩევნო ადმინისტრაციის ცნობით, საერთო აქტივობის მაჩვენებელი დაახლოებით ასეთივე იყო 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროსაც. მაშინ კენჭისყრაში მონაწილეობა რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 46,6 პროცენტმა მიიღო.