საპრეზიდენტო არჩევნებისთვის 41 ქვეყანაში 59 საარჩევნო უბანი გაიხსნება
საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებისთვის 41 ქვეყანაში 59 საარჩევნო უბანი გაიხსნება. გადაწყვეტილება დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე დამტკიცდა.
უკვე გამოცხადდა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსი. საბუთების წარდგენა შესაძლებელია 29 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ან ცესკოს ელექტრონულ ფოსტაზე – [email protected]