საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების შეჯამების პროცესის ნახვა ცესკო-ს Facebook-ზე, Youtube-სა და ვებგვერდზე იქნება შესაძლებელი
საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების შეჯამების პროცესის ინტერნეტ ტრანსლირება მოხდება.
როგორც ცესკო-ში აცხადებენ, ტრანსლაცია 360 გრადუსიანი ტექნოლოგიის გამოყენებით ცესკო-ს facebook-ზე, Youtube-სა და ვებგვერდზე განხორციელდება.
„24-საათიან რეჟიმში იმუშავებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საინფორმაციო-სატელეფონო ცენტრი – 2 51 00 51 და ონლაინ ჩათი. ყრუ და სმენადაქვეითებულ ამომრჩეველს, ცესკოს ვებგვერდზე რეგისტრაციის გავლის შემდეგ შესაძლებლობა აქვს ჟესტურ ენაზე, ვიდეო ზარით მიიღოს სასურველი ინფორმაცია. სომხურ და აზერბაიჯანულ ენოვან ამომრჩევლებს საშუალება აქვთ ისარგებლონ სატელეფონო ცენტრის მომსახურებით მათთვის გასაგებ ენებზე”, – აცხადებენ ცესკო-ში.