საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების შეჯამების პროცესის ნახვა ცესკო-ს Facebook-ზე, Youtube-სა და ვებგვერზე იქნება შესაძლებელი
საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების შეჯამების პროცესის ინტერნეტ ტრანსლირება მოხდება.
როგორც ცესკო-ში აცხადებენ, ტრანსლაცია 360 გრადუსიანი ტექნოლოგიის გამოყენებით ცესკო-ს facebook-ზე, Youtube-სა და ვებგვერდზე განხორციელდება.
ცესკოში აცხადებენ, რომ 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საინფორმაციო-სატელეფონო ცენტრი – 2 51 00 51 და ონლაინ ჩათი. ყრუ და სმენადაქვეითებულ ამომრჩეველს, ცესკო-ს ვებგვერდზე რეგისტრაციის გავლის შემდეგ შესაძლებლობა აქვს ჟესტურ ენაზე, ვიდეოზარით მიიღოს სასურველი ინფორმაცია. სომხურ და აზერბაიჯანულენოვან ამომრჩევლებს საშუალება აქვთ, ისარგებლონ სატელეფონო ცენტრის მომსახურებით მათთვის გასაგებ ენებზე.