საპრეზიდენტო არჩევნების ორივე ტურში თბილისში ყველაზე აქტიური ოლქი ვაკე აღმოჩნდა, ყველაზე პასიური ისანი
საპრეზიდენტო არჩევნების ორივე ტურში თბილისში ყველაზე აქტიური ოლქი ვაკე აღმოჩნდა, ყველაზე პასიური ისანი

თბილისის ათ საარჩევნო ოლქში, მთელი დღის განმავლობაში ვაკე იყო ყველაზე აქტიური და აქტივობა დღის ბოლოსაც შეინარჩუნა.

20:00 საათის მონაცემებით, ვაკეში რეგისტრირებული ამომრჩევლიდან საკუთარი ხმის უფლებით 64 655-მა ადამიანმა, ანუ 63,41%-მა ისარგებლა. ვაკე ყველაზე აქტიური იყო პირველი ტურის დროსაც, როდესაც 28 ოქტომბერს 51,98%-იანი აქტივობა დაფიქსირდა.

დედაქალაქში ორივე ტურის დროს ყველაზე პასიური იყო ისანი, სადაც დღეს საარჩევნო უბნებზე მხოლოდ 56 348 ამომრჩეველი მივიდა. საერთო რაოდენობის მხოლოდ 50,23%. პირველი ტურის დროს კი ისანში აქტივობა თითქმის 10%-ით ნაკლები იყო, 40,36%.