საპენსიო სააგენტოში აცხადებენ, რომ, 2023 წლის 18 აპრილის მდგომარეობით, მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 3.28 მილიარდი ლარია
საპენსიო სააგენტოში აცხადებენ, რომ, 2023 წლის 18 აპრილის მდგომარეობით, მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 3.28 მილიარდი ლარია

2023 წლის 18 აპრილის მდგომარეობით, მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 3.28 მილიარდი ლარია. ამ დროისათვის წმინდა ამონაგებმა 500 მილიონ ლარს გადააჭარბა. საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა მილიონ 390 ათასი ადამიანია.

„ჩვენს დანაზოგებს 500 მლნ ლარზე მეტი წმინდა ამონაგები დაერიცხა. ჩვენი დანაზოგები მუდმივად ინვესტირდება და ყოველდღიურად ერიცხება ამონაგები. ინფორმაცია თქვენი საპენსიო დანაზოგების, ჩარიცხვების და დარიცხული სარგებლის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ საპენსიო სააგენტოს ვებგვერდზე ინდივიდუალური გვერდიდან. რეგისტრაციისთვის გესაჭიროებათ პირველადი პაროლი, ორზე მეტი დამსაქმებლის შემთხვევაში ნებისმიერი ორი პაროლი შეგიძლიათ გამოიყენოთ“, – აცხადებენ საპენსიო სააგენტოში.

დღეისათვის დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 3,444 პირმა, მათზე გაცემული თანხა კი 9,293,226.73 ლარს შეადგენს.