საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, საპენსიო სქემაში მილიონ 539 ათასი ადამიანია გაწევრიანებული, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 11,858-მა პირმა
საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა ერთი მილიონ 539 ათასი ადამიანია.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, 2024 წლის 31 ივლისის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 11,858-მა პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 42,3 მლნ ლარი. საპენსიო აქტივების ღირებულება კი შეადგენს 5.3 მლრდ ლარს, მათ შორის, დაგენერირებულმა ამონაგებმა 1.15 მლრდ ლარს გადააჭარბა.