საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, 31 აგვისტოს მდგომარეობით, საპენსიო სქემაში მილიონ 548 ათასი ადამიანია გაწევრიანებული, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 12 516-მა პირმა
საპენსიო სააგენტო 31 აგვისტოს მდგომარეობით არსებულ სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. საპენსიო სააგენტოს ცნობით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა ერთი მილიონ 548 ათასი ადამიანია.
მათივე ცნობით, 2024 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 12 516-მა პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 45.9 მლნ ლარი.
საპენსიო სააგენტოს მონაცემებით, საპენსიო აქტივების ღირებულება 5.5 მლრდ ლარს შეადგენს, მათ შორის საინვესტიციო ამონაგებმა 1.23 მლრდ ლარს გადააჭარბა.