საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ტაშკენტში საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ვაჟა ჯაფოშვილი ტაშკენტში საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს.
როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ვაჟა ჯაფოშვილი კონფერენციის მონაწილეებს გამოცდილებას საქართველოში მიმდინარე საპენსიო რეფორმასთან და სააგენტოს საქმიანობაზე უზიარებს. ის ღონისძიებაზე უცხოელ კოლეგებს დაგროვებითი საპენსიო სისტემის შესახებ გააცნობს ინფორმაციას.
როგორც ჯაფოშვილმა აღნიშნა, საპენსიო რეფორმა საქართველოში წარმატებით მიმდინარეობს. ღონისძიებაზე გამოსვლისას მან დაგროვებითი პენსიის ქართულ სქემაზე, დასაქმებულის, დამსაქმებლისა და სახელმწიფოს კონტრიბუციაზე ისაუბრა.
კონფერენციას – „საპენსიო სისტემის რეფორმა უზბეკეთის რესპუბლიკაში და უცხო ქვეყნების გამოცდილება“ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებიან.