საპენსიო სააგენტოს დაფინანსება მომავალ წელს 3.8 მილიონი ლარი იქნება. ამას ითვალისწინებს პარლამენტში მესამე წარდგენით შეტანილი ბიუჯეტის პროექტი.
თავდაპირველად სააგენტოსთვის 1 მილიონი ლარის გამოყოფა იგეგმებოდა. გაზრდილი დაფინანსებიდან კი მხოლოდ შრომის ანაზღაურებაზე 2 მილიონი ლარის მიმართვაა გათვალისწინებული.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა უნდა ამოქმედდეს.