საპენსიო სააგენტოს 30 ივნისის სტატისტიკური მონაცემებით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა მილიონ 529 ათასი ადამიანია.
ამავე მონაცემების მიხედვით, საპენსიო აქტივების ღირებულება შეადგენს 5.2 მლრდ ლარს, მათ შორის, დაგენერირებულმა ამონაგებმა 1.15 მლრდ ლარს გადააჭარბა.
ამასთან, საპენსიო სააგენტოს ცნობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 11,114-მა პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 38.9 მლნ ლარი.