2024 წლის 29 თებერვლის სტატისტიკური მონაცემებით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 496 ათასი ადამიანია, ხოლო საპენსიო აქტივების ღირებულება 4,6 მლრდ ლარს შეადგენს.
სააგენტოს ინფორმაციით, ამავე პერიოდში წმინდა ამონაგებმა 941.1 მილიონი ლარი შეადგინა. 2024 წლის 29 თებერვლის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 8 274-მა პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 26 354 795 ლარზე მეტი.