საპენსიო სააგენტო - საპენსიო სქემაში რეგისტრირებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 212 ათას მონაწილეს შეადგენს
2021 წლის 2 ნოემბრის მდგომარეობით, საპენსიო სქემაში რეგისტრირებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 212 ათას მონაწილეს შეადგენს. დაგროვებითი პენსიით კი, ამ დროისთვის 1 200-მა ადამიანმა ისარგებლა. ამის შესახებ საპენსიო სააგენტოში აცხადებენ.
მათივე ცნობით, საპენსიო აქტივების მოცულობა 1.83 მლრდ ლარამდეა გაზრდილი. აქედან საინვესტიციო საქმიანობის შედეგად დარიცხული სარგებელი 234 მილიონი ლარია.
ამასთან, საპენსიო სქემაში ჩართულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და თვეში საშუალოდ 11 000 პირს შეადგენს.