საპენსიო სააგენტო - საპენსიო დანაზოგებს ერთი მილიონი ლარის სარგებელი დაერიცხა
საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, საპენსიო დანაზოგებს ერთი მილიონი ლარის სარგებელი უკვე დაერიცხა.
როგორც ფონდში აცხადებენ, ამ დროისთვის აკუმულირებულია 200 მილიონი ლარი.
ბოლო მონაცემებით, საპენსიო სისტემაში ჩართულია 761 454 დასაქმებული და 50 ათასზე მეტი კომპანია. რაც შეეხება საპენსიო სქემიდან გასვლას, სისტემა მისმა მონაწილე მოქალაქეთა 2 პროცენტმა დატოვა.
ამასთან, საპენსიო სააგენტოში აცხადებენ, რომ კონსულტაციების მისაღებად მოქალაქეთა მიმართვიანობა საკმაოდ მაღალია.
მოქალაქეებისთვის, რომლებმაც დატოვეს საპენსიო სქემა, თუმცა ხელმეორედ სურთ გაწევრიანება, კანონი ამის საშუალებას იძლევა. პირმა საპენსიო სქემაში ხელმეორედ გასაწევრიანებლად დამსაქმებელი ორგანიზაციის ბუღალტერს უნდა მიმართოს. იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე სქემიდან გასვლიდან თანხის დაბრუნებამდე მოისურვებს საპენსიო სისტემაში ხელმეორედ ჩართვას, გასვლის განცხადების გაუქმების მოთხოვნით სააგენტოს ფილიალს უნდა მიმართოს.