საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობას გიორგი ჭიჭინაძე შეასრულებს
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობას გიორგი ჭიჭინაძე შეასრულებს

საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობას დღეიდან გიორგი ჭიჭინაძე შეასრულებს, რომელიც სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილეა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს სააგენტოში განუცხადეს.

ლევან სურგულაძემ საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობა დღეიდან ოფიციალურად დატოვა.

ამასთან, სააგენტოს ახალი ხელმძღვანელის შესარჩევად კონკურსი უკვე გამოცხადდა. განაცხადების მიღება 31 იანვრამდე იწარმოებს.