საპენსიო სააგენტო - 8 ივლისის მდგომარეობით, მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 2.39 მილიარდი ლარია
2022 წლის 8 ივლისის მდგომარეობით, მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 2.39 მილიარდი ლარია. ამონაგები კი, იმავე პერიოდზე 329 მილიონ ლარს შეადგენს. ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა მილიონ 292 ათასი ადამიანია.
ამასთან, დღეისთვის, პენსია 2 053 პირზე გაიცა და გაცემულმა თანხამ შეადგინა 4,327,858.43 ლარი.
ამასთან, 2022 წლის ივნისის საინვესტიციო სამსახურის ანგარიშის მიხედვით, საპენსიო ფონდის წმინდა ამონაგები 2019 წლიდან 2022 წლის ივნისის ჩათვლით 35.61%-ია, ხოლო რეალურმა ამონაგებმა (ინფლაციის გათვალისწინებით) იმავე პერიოდში 0,77% შეადგინა. საპენსიო ფონდმა მარტის თვიდან დაიწყო დოლარის კი ასეთია: 16.1% მიმდინარე ანგარიშებზე, 3.4% ადგილობრივ სახაზინო ობლიგაციებში, 4.9% ამერიკის სახაზინო ობლიგაციებში, 9.5% გლობალურ აქციებში, 0.1% უცხოურ კორპორაციულ ობლიგაციებში, ხოლო სადეპოზიტო სერტიფიკატებსა/ვადიანი ანაბრებში 65.1% განთავსებული. ამ დროისათვის, საპენსიო აქტივების მოცულობამ 2.437 მლრდ ლარი შეადგინა. აქედან, საინვესტიციო საქმიანობის შედეგად დარიცხული სარგებელი 336 მილიონი ლარია.