საპენსიო სააგენტო - 31 იანვრის მდგომარეობით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულია მილიონ 489 ათასი ადამიანი, წმინდა ამონაგებმა კი 896 მილიონი ლარი შეადგინა
2024 წლის 31 იანვრის მდგომარეობით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა მილიონ 489 ათასი ადამიანია, ამის შესახებ ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, წმინდა ამონაგებმა 896 მილიონი ლარი შეადგინა.
„2024 წლის 31 იანვრის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 7 583 პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 23,444,406.29 ლარი“, – აღნიშნულია საპენსიო სააგენტოს ინფორმაციაში.