საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, თეიმურაზ კუპატაძემ თანამდებობა დატოვა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, თეიმურაზ კუპატაძემ თანამდებობა დატოვა.
როგორც პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, თეიმურაზ კუპატაძე სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს.
ვინ დაიკავებს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას, შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.