საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა დასრულდა. საპატრიარქო რეზიდენცია უკვე დატოვა მღვდელთმთავართა ნაწილმა.
წმინდა სინოდის დღევანდელი კრების განჩინება ჯერ ოფიციალურად არ გამოქვეყნებულა, თუმცა, სხდომაზე მიღებულ ორ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა უკვე ყოფილმა მღვდელთმთავარმა, პეტრე ცაავამ.
მისი ინფორმაციით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელთმთავრობიდან განაყენა.
ასევე, პეტრე ცაავას ცნობით, წმინდა სინოდი დეკანოზ გიორგი მამალაძეს გათავისუფლების შესახებ პრეზიდენტთან უშუამდგომლებს.