საპატრიარქოში აცხადებენ, რომ პატრიარქის მდივან-რეფერენტს კორონავირუსის სიმპტომები გამოუვლინდა ტესტი გაიკეთა, რომლის პასუხიც ხვალ იქნება ცნობილი
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ პატრიარქის მდივან-რეფერენტს კორონავირუსის სიმპტომები გამოუვლინდა ტესტი გაიკეთა, რომლის პასუხიც ხვალ იქნება ცნობილი

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

საპატრიარქოში არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ შორენა თეთრუაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა, თუმცა მათივე ცნობით, პატრიარქის მდივან-რეფერენტს სიმპტომები გამოუვლინდა და ტესტირება ჩაუტარდა.

„მასმედიის საშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტს, ქალბატონ შორენა თეთრუაშვილს დაუდასტურდა კორონავირუსული ინფექცია.

აღნიშნულის შესახებ გაცნობებთ, რომ ქალბატონ შორენა თეთრუაშვილს ნამდვილად ჰქონდა შეხება ადამიანთან, რომელსაც დაუდასტურდა კოვიდინფექცია. ამის შემდეგ სიმპტომები გამოუვლინდა თავად მდივან-რეფერენტსაც. ამჟამად იგი იზოლაციაშია. მან გაიკეთა PCR-ტესტი, რომლის პასუხიც ხვალ იქნება ცნობილი“, – ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახურის ინფორმაციაში.