საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში როინ მეტრეველის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში ქართველი ისტორიკოსის, მეცნიერის და საზოგადო მოღვაწის როინ მეტრეველის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.
წიგნი სახელწოდებით „წარსულის გახსნება“ როინ მეტრეველის 60-წლიანი მოღვაწეობის ერთგვარი შეჯამებაა. წიგნის პრეზენტაცია როინ მეტრეველის 80 წლის იუბილეს მიეძღვნა.
იუბილე ქართველ ისტორიკოსს მეცნიერს და პროფესორს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მიულოცა.
მილოცვაში აღნიშნულია, რომ როინ მეტრეველის ხელშეწყობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში აიგო წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარი, როგორც მეცნიერებისა და სულიერების კავშირის დადასტურება.
როინ მეტრეველი ავტორია 300-ზე მეტი წიგნისა და ნაშრომისა. მისი რედაქტორობით 100-მდე წიგნი და ნაშრომი გამოქვეყნდა. ის იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი.