საპატრიარქოს ინფორმაციით, 4 ივნისს სვეტიცხოველში ერეკლე მეფის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი და წმინდა მეფე-დედოფალთა სავედრებელი პარაკლისი აღესრულება
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ტაძრების წინამძღვრებთან გაგზავნილ შეტყობინებაზე ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, 2022 წლის 4 ივნისს, 12:00 საათზე, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში აღესრულება ერეკლე მეფის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი.
„დღეს საქართველოს საპატრიარქოს სახელით ტაძრების წინამძღვრებს დაეგზავნათ შეტყობინება. ინფორმაციის გასაცნობად უცვლელად გთავაზობთ შეტყობინების შინაარსს: გაცნობებთ, რომ შაბათს, 2022 წლის 4 ივნისს, 12:00 საათზე, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში აღესრულება ერეკლე მეფის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი და წმინდა მეფე-დედოფალთა სავედრებელი პარაკლისი. გთხოვთ, აუწყოთ მრევლის წევრებს, მობრძანდეთ და პატივი მივაგოთ ჩვენი ქვეყნის ღირსეულ შვილებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.