საპატრიარქო - წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან თბილისის აეროპორტში 20:30 საათზე ჩამოაბრძანებენ, საპატრიარქოდან შესაძლებელი იქნება მისი განაწილება სხვადასხვა ეპარქიებში
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან თბილისის აეროპორტში 20:30 საათზე ჩამოაბრძანებენ, საპატრიარქოდან შესაძლებელი იქნება მისი განაწილება სხვადასხვა ეპარქიებში, – აცხადებენ საქართველოს საპატრიარქოში.
„გაცნობებთ, რომ წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან თბილისის აეროპორტში დღეს საღამოს, 20:30 საათზე ჩამოაბრძანებენ, ხოლო 21:30 საათისათვის მიაბრძანებენ საქართველოს საპატრიარქოში, საიდანაც (საპატრიარქოს საშვთა ბიურო) შესაძლებელი იქნება მისი განაწილება სხვადასხვა ტაძარსა და ეპარქიებში“, – აცხადებენ საპატრიარქოში.
იერუსალიმში, ქრისტეს აღდგომის ტაძარში მორწმუნეებმა წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა დღეს იზეიმეს.