საპატრიარქო - უცნობი პირები უკავშირდებიან მოქალაქეებს და სთხოვენ თანხას თითქოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დაარსებული ფონდისთვის, რაც სიმართლეს არ შეესაბამება
უცნობი პირები უკავშირდებიან მოქალაქეებს და სთხოვენ თანხას თითქოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დაარსებული ფონდისთვის, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი.
საპატრიარქო მოუწოდებს მოქალაქეებს, მსგავსი ფაქტების დაფიქსირების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობონ მათ, რათა დროულად მოხდეს რეაგირება.
„ბოლო დღეების განმავლობაში გახშირდა ისეთი შემთხვევები, როდესაც უცნობი პირები მობილური ტელეფონის მეშვეობით უკავშირდებიან მოქალაქეებს და სთხოვენ თანხას თითქოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ახლად დაარსებული საქველმოქმედო ფონდისთვის.
რა თქმა უნდა, მსგავსი ფაქტი სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც ჩანს, გარკვეული პირები ეკლესიის სახელის გამოყენებით ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.
გთხოვთ, ასეთი ფაქტების დაფიქსირებისა და შეტყობინების მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ გვაცნობოთ, რათა დროულად მოხდეს რეაგირება და მსგავსი გაურკვევლობის აღმოფხვრა“, – ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.