საპატრიარქო სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
საქართველოს საპატრიარქო სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
„14 ოქტომბერს, ხუთშაბათს, სვეტიცხობლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში დაიწყება 10:00 საათზე.
წელს ტრანსპორტით გადაადგილებისთვის საშვები საჭირო არ იქნება.
უფასო ავტობუსები მცხეთის მიმართულებით გავა საქართველოს საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიიდან დილის 08:00 საათიდან.
ყველას ვთხოვთ, იქონიონ პირბადე და დაიცვან დისტანცია“, – აღნიშნულია საპატრიარქოს ინფორმაციაში