საპატრიარქო - სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლება არ უნდა იყოს გამოყენებული ფსევდორელიგიური იურიდიული პირების მიერ
საპატრიარქო - სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლება არ უნდა იყოს გამოყენებული ფსევდორელიგიური იურიდიული პირების მიერ

უნდა გატარდეს ზომები, სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლება არ იყოს გამოყენებული ფსევდორელიგიური იურიდიული პირების მიერ, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„სასულიერო პირების სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლება საყოველთაოდ მიღებული პრაქტიკაა და ჩვენ მას მხარს ვუჭერთ. სახელმწიფოში ასევე გარანტირებული უნდა იყოს არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახური.

ამასთან, უნდა გატარდეს შესაბამისი ზომები, რათა ეს პრაქტიკა არ იქნას გამოყენებული ფსევდორელიგიური იურიდიული პირების მიერ თავიანთი ვიწრო მერკანტილური ინტერესებისთვის, რაც რელიგიურობით მანიპულაციას და აშკარა ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას წარმოადგენს“, – აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.