საპატრიარქო სალომე ზურაბიშვილის თხოვნით საქართველოს ერთიანობისა და მშვიდობისათვის შეკვეთილ წირვასთან დაკავშირებით განმარტებას ავრცელებს
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თხოვნით საქართველოს ერთიანობისა და მშვიდობისათვის შეკვეთილ წირვასთან დაკავშირებით განმარტებას ავრცელებს:
„დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სახელით გავრცელდა შემდეგი ინფორმაცია:
„2021 წლის 9 ოქტომბერს, 23:30 საათზე, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის თხოვნით, საქართველოს ერთიანობისა და მშვიდობისათვის აღევლინება შეკვეთილი წირვა“.
შევნიშნავთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია საჭიროებს დაზუსტებას:
ჩვეულებრივ, კვირა დღეს და საუფლო დღესასწაულებზე შეკვეთილი წირვა არ ტარდება.
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მსახურების შესახებ ზუსტი ინფორმაცია ტაძრის ოფიციალურ facebook-გვერდზეა გავრცელებული:
„ყოველ შაბათს, ღამის 23:30 საათზე, სვეტიცხოვლის აღდგომის ტაძარში აღესრულება საღმრთო ლიტურღია.
10.10.21 წ., კვირა დილით, წირვის შემდეგ შესრულდება ქ. ბათუმში სახლის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილთა პანაშვიდი და ამავე სახლში მცხოვრებ პირთა საჯამრთელო პარაკლისი.
ღამისთევით წირვას აღავლენს სვეტიცხოვლის ტაძრის მღვდელმსახური, არქიმანდრიტი ილია (კავსაძე)“, – აღნიშნულია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციაში.