საპატრიარქო - პატრიარქის მიმართვა იყო მოწოდება ლოცვისკენ, მშვიდობისა და ერთობის შენარჩუნებისთვის, პოლიტიკური ნიშნით მისი ინტერპრეტაციის მცდელობა არის არასწორი და ლოცვის არსის დამახინჯება
პატრიარქის მიმართვა მრევლისადმი იყო მოწოდება ლოცვისკენ, მშვიდობისა და ერთობის შენარჩუნებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განმარტებაშია ნათქვამი.
როგორც საპატრიარქოში აღნიშნავენ, აღნიშნული მიმართვის პოლიტიკური ნიშნით ინტერპრეტაციის მცდელობა არის არასწორი და ლოცვის არსის დამახინჯება.
„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ა.წ. 12 მაისის მიმართვა მრევლისადმი იყო მოწოდება ლოცვისაკენ, მშვიდობისა და ერთობის შენარჩუნებისათვის. ნებისმიერი პოლიტიკური ნიშნით მისი ინტერპრეტაციის მცდელობა კი არის არასწორი, სამწუხარო და ლოცვის არსის დამახინჯება. შევთხოვთ უფალს, მშვიდობით აკურთხოს საქართველო“, – ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განმარტებაში.