საპატრიარქო - ილია მეორეს დაბადების დღე მღვდელმთავრებმა, სამღვდელოებამ, მონოზვნებმა, მრევლის წარმომადგენლებმა მიულოცეს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს 91 წელი შეუსრულდა.
საპატრიარქოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ილია მეორეს დაბადების დღე მიულოცეს მღვდელმთავრებმა, სამღვდელოებამ, მონოზვნებმა, მრევლის წარმომადგენლებმა.
„მათ ჩვენი ეკლესიის მამამთავარს მადლობა გადაუხადეს ათწლეულების მანძილზე ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიისთვის გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის და ჯანმრთელობა და დღეგრძელობა უსურვეს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სტუმრებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და დალოცა სრულიად საქართველო“, – აღნიშნულია საპატრიარქოს ინფორმაციაში.