საპატრიარქო - ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა იერუსალიმის ღვთისმშობლის ხატით ვერტმფრენით შემოუფრინა თბილისს და დალოცა ქალაქი
საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, თბილისი ივერიის ღვთისმშობლის ხატით დაილოცა.
„დღეს, 26 მარტს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) იერუსალიმის ღვთისმშობლის ხატით ვერტმფრენით შემოუფრინა თბილისს და დალოცა ქალაქი“, – აცხადებენ საპატრიარქოში.
მათივე ცნობით, ახლო მომავალში დაგეგმილია უფრო მასშტაბური ლოცვითი შემოვლა საქართველოს საზღვრებზე.