საპატრიარქო, კათოლიკოს-პატრიარქის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ილია მეორის სამადლობელ სიტყვას ავრცელებს
საქართველოს საპატრიარქო, 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სამადლობელ სიტყვას ავრცელებს.
„ყველაფერი იწყება და ყველაფერი მთავრდება. მადლობელი ვარ თქვენი ყურადღებისათვის. უპირველეს ყოვლისა, მე ვმადლობ ჩემს მშობლებს, ღმერთს – პირველ რიგში. „მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდე“. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო“, – აღნიშნულია პატრიარქის სამადლობელ სიტყვაში.