საპატიო თბილისელის წოდების მინიჭებაზე განაცხადების მიღების ბოლო ვადა 14 სექტემბრამდეა
საპატიო თბილისელის წოდების მინიჭებაზე განაცხადების მიღების ბოლო ვადა 14 სექტემბრამდეა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, თბილისობაზე თბილისის მერია ტრადიციულად საპატიო თბილისელებს წარადგენს.
„ძალიან მალე თბილისობა იქნება. თბილისობის დღესასწაული, ტრადიციულად, 7 ოქტომბერს გაიმართება. თქვენ იცით, რომ ყოველ თბილისობას თბილისის მერია წარადგენს საპატიო თბილისელებს. წლევანდელი წელიც არ არის გამონაკლისი. მინდა, შევახსენო საზოგადოებას, რომ საპატიო თბილისელის წოდების მინიჭებაზე განაცხადება 14 სექტემბრამდე წარმოადგინონ. იქამდე თქვენ შეგიძლიათ, წარმოადგინოთ ესა თუ ის დამსახურებული ადამიანი, რათა შემდეგ ჩვენ კიდევ ერთხელ, ტრადიციულად დავასახელოთ ის რჩეული ადამიანები, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს თბილისის განვითარებაში. ჩვენ მზად ვართ, მივიღოთ თქვენი წინადადებები, შემდეგ კი შესაბამისი კომისია ამ განაცხადებს განიხილავს და მიიღებს გადაწყვეტილებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.