საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს
საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს.
შეხვედრა დახურულ კარს მიღმა, პარლამენტის თავმჯდომარის სამუშაო კაბინეტში იმართება.
შეხვედრაზე დისკუსიის მთავარი თემა პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული პროექტია, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობებით ხმის მიცემას ხდის შესაძლებელს.
მმართველი გუნდიდან შეხვედრას ესწრებიან შალვა პაპუაშვილი, ირაკლი კობახიძე, გივი მიქანაძე და მამუკა მდინარაძე. ოპოზიციიდან კი – ხათუნა სამნიძე, მიხეილ დაუშვილი, თინა ბოკუჩავა, რომან გოცირიძე, იაგო ხვიჩია, ნატო ჩხეიძე. შეხვედრაში არ მონაწილეობს ცვლილებების ინიციატორი ფრიდონ ინჯია.