პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან, რომელშიც საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს, საპროტესტო აქცია იმართება.
აქცია სხვადასხვა მოთხოვნებით მიმდინარეობს და მასში „ბავშვთა სამყაროს“ ხანძრით, ასევე საფინანსო კომპანია „საქართველოს“ დაზარალებულები და არასამთავრობო ორგანიზაცია „სახალხო ტრიბუნების“ წარმომადგენლები მონაწილეობენ.
აქციის მონაწილეების ნაწილი სასამართლოს სისტემაში მიმდინარე პროცესებს აპროტესტებს. „საქართველოს“ დაზარალებულები პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერთან ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას, ხოლო „ბავშვთა სამყაროს“ ხანძრით დაზარალებულები დამნაშავეების დასჯას მოითხოვენ.
აქციის მონაწილეებმა „ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში შესვლა სცადეს, რისი საშუალებაც სამართალდამცავებმა არ მისცეს.