საპარლამენტო უმრავლესობის გაფართოებული სხდომა „ქართული ოცნების“ ოფისში [ფოტო/ვიდეო]

პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის გაფართოებული სხდომა გაიმართა, რომელზეც მმართველი გუნდის წევრებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე იმსჯელეს.

სხდომას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა.

სხდომის დასრულების შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობამ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მამუკა ბახტაძე დაასახელა.

ფოტო და ვიდეომასალას პარტია „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.