საპარლამენტო უმრავლესობის ფარგლებში შესაქმნელი ორი ფრაქციის შემადგენლობა უკვე ცნობილია.
პირველი არხის ინფორმაციით, გოჩა ენუქიძის ფრაქციაში 11 დეპუტატი იქნება, რომელთა შორის არიან – გოდერძი ჩანქსელიანი, თამაზ ნავერიანი, ოთარ დანელია, ირაკლი ხახუბია, ედიშერ თოლორაია, პაატა მხეიძე, ილია წულაია, ირაკლი შიოლაშვილი, გიორგი თოთლაძე, იოსებ მაკრახიძე.
რაც შეეხება ბიძინა გეგიძის ფრაქციას, ის შვიდი წევრისგან შედგება, რომელთა შორის იქნებიან – ზაზა პაპუაშვილი, ირაკლი აბუსერიძე, ლევან გოგიჩაიშვილი, კობა კობალაძე, გიორგი კოპაძე და კობა ნაკაიძე.
გოჩა ენუქიძის ფრაქციას „ქართული ოცნება – ძლიერი ეკონომიკა“ ერქმევა, ხოლო ბიძინა გეგიძე ფრაქციას „ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“ უხელმძღვანელებს.
აღნიშნული ფრაქციები დღეს შეიქმნება.